სისხლიანი გული


ჩემი გული გამალებით იწყებს ახლა გაქცევას
და იმ კედელს ეჯახება, რომელიც არ ინგრევა.
ბავშვი ეძებს დროს და სივრცეს, სურს თამაშის დაწყება.
არის ღელვა და ქაოსი და ფიქრების არევა.

იყო ნიცშე, ვისაც სურდა, რომ ეხილა ზეკაცი;
სინამდვილე იყო, როგორც გროვა სარკის ნამსხვრევთა.
მე მინდოდა, გამეღვიძა და მეხილა მზე, მნათი,
მაგრამ ბნელით იყო სული მოცული და დაეცა.


ჩემი მზერა გამუდმებით  სინამდვილეს იმეცნებს.
სიყვარული არის ახლა სარკის მჭრელი ნამსხვრევი.
სიცოცხლე მუდამ სიკვდილის დავიწყებას დაეძებს.
და ეს გული, სისხლიანი, არის აღთქმის დამრღვევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი