Ave Maria


ვარ ტენორი სცენაზე,
ისმის ,,Ave Maria".
ეს მღერა სიზმარია,
ლამაზი ზღაპარია.

ვარ ტენორი სცენაზე,
საოცნებო არია
სულის სიომ არია.
ნეტავ რა სიზმარია?

ახლა ცოტა ქარია,
უფრო ცოტა დარია,
ისმის ,,Ave Maria";
ეს მხოლოდ სიზმარია.

ეს მხოლოდ სიზმარია
და ოცნებაც კმარია,
წყდება ,,Ave Maria",
სულში ისევ ქარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი