პოეზია ღვინოში


უკუნით ბნელში ცარიელად ყოფნის მაქვს განცდა.
აქ მე არ მყოფნის სიჩუმე და შენზე ფიქრები.
შენი სხეულის სითბოს ნატვრა ლექსის ზღვარს გაცდა.
შენ ის აღარ ხარ, რაც იყავი, და არც იქნები.

მე პოეზია მიმასწავლის საჭირო საგანს,
რომელსაც ვწვდები და შენზე ფიქრს მშვენებად ვაქცევ.
დავწერ ამ ლექსს და ის წამიღებს სრულიად სხვაგან, 
სად შენს შიშველ მკერდს ღვინის სულით ნაზად დავარხევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი