ოჰ, სილამაზე
ოჰ, სილამაზე!.. რად არსებობს ამ ქვეყანაზე!? თუ უნდა მოკლას და თვითონაც მოკვდეს სულ მალე!.. რა მიმზიდველი არის მუდამ მისი სინაზე! ტრფობის ალებში გაეხვიე და დაუმალე ის სიყვარული, რომელსაც შენ გულით ატარებ. და ეს სიცოცხლე სიამისგან დაცლილს ჰგავს უკვე. ამ შენს განსაცდელს ჯოჯოხეთის ტანჯვას ადარებ. და არსებობის უაზრობა შენს თავს აუწყე. და შენი თავიც, არსებობის ეს მოზიარე, ისე შეგძულდა, მისი მოკვლა შენ განიზრახე. იწყევლე თავი და იგინე, რაც მოიარე. გზა იყო ახლოს, მაგრამ შენ ის ვერ დაინახე. ეს მხოლოდ მწარე სიზმარია და ცნობის მიხდა. შენ ახლა ხედავ, რომ სხვა არის მშვენიერება. აქ შენი სული ჭეშმარიტი თავის სულს მიწვდა, გაიღვიძა და განეშორა ქვეყნიერებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი