ოცნება მშვენიერზე
არ არის ადვილი, რომ იყო ნამდვილი. ნიღბები ბევრი მინახავს. სიზმრებში განცდილი ოცნების მანდილი იდუმალ ფიქრებს ინახავს. აქ ყველა თამაშობს და წუთებს დაათრობს ვნებები მკერდის და ტუჩის. ერთ ნატვრას დარაჯობს და არის კვლავ მარტო ის კაცი - სტუმარი ქუჩის. მე კი კვლავ სიყვარულს ვუმზერ, ვით სინანულს, და მკლავს ოცნებები შენზე. და ვიღაც პიკასო გხატავს შენ, ძვირფასო, ოცნებობს ის მშვენიერზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი