ტერენტი გრანელს და გალაკტიონს
მარადიული და უსასრულო მოსჩანან ლურჯი ჰორიზონტები. ტერენტი გრანელს და გალაკტიონს ცის ლაჟვარდებში მივესალმები. თქვენ გსურდათ რაღაც გამოუთქმელი, არ გსურდათ მიწის ვიწრო კალთები; და გშურდათ ქრისტეს ზეცად გაფრენის. პოეზიაში მარად დარჩებით. მეც მიყვარს ფრენა და ლაჟვარდები, სადაც ეს სული ჰორიზონტს მისდევს. უსასრულოში გადავვარდები და მარადიულს წამად მივიჩნევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი