ქაოსი სინამდვილე


სული იმღვრევა გრძნობების ზღვაში
და სინამდვილე თითქოს ქარია.
მშვიდობა არის ღვთიური რაში,
რასაც სიზმარში ხედავს მარია.

ქალის ოცნება გმირი ქმარია.
იდეას მუდამ სხეული უნდა.
განსხეულებულს სული აკლია.
ჭეშმარიტებას ეძებდა ბუდა:

,,ტანჯვის მიზეზი სურვილებია".
არაფერია ამ სამყაროში,
რასაც ტკივილი არ შეხებია.
აქ სინამდვილე არის ქაოსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი