სიმშვიდეა ახლა


ვიხედები მაღლა,
სადღაც გაქრა დაღლა;
სიმშვიდეა ახლა,
არსად მინდა წასვლა.

არსად მინდა წასვლა,
ჰარმონია მათოვს;
ოცნების გზის გავლა
უკვე აღარ მაწყობს.

უკვე აღარ მაწყობს
იმ წუხილთა დარდი.
ახლა ნაზად მართობს
ილუზია - ვარდი.

გულში ჩნდება ია,
სულში ვარდი ხარობს;
ყვავილების ქვეყნის
სილამაზე მათრობს.

სილამაზე მათრობს
ჩემი ლექსის ჰანგის,
ემოციას აქსოვს
რითმა პირველ რანგის.

მიხარია მართლა,
აღარ მახსოვს დაღლა;
სიმშვიდეა ახლა,
ვიხედები მაღლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი