დაღლას ვგრძნობ, მითხარი რამე!


დაღლას ვგრძნობ, მითხარი რამე!
ჩუმია და ბნელი - ღამე.
მითხარი: წავიდეთ სადმე!
ნუ მეტყვი: სად შენ და სად მე!

მინდა, რომ ანგელოზს ვგავდე;
მინდა, რომ გიყვარდე ცამდე;
მინდა, რომ სიყვარულს ვსვამდე;
მინდა, რომ ყოველთვის მწამდე.

ავად ვარ, მოვრჩები მალე...
ვიცი, რომ ძლიერ დაგღალე.
ცრემლები მაინც დამალე,
ხვალე თუ გარდავიცვალე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი