ზეცისკენ სიარული


ვისაც აქვს სურვილი, რომ იყოს დიდი,
უნდა შეიცვალოს, არ იყოს ფლიდი;
უნდა შეამჩნიოს ზეცისკენ ხიდი
და უთხრას თავის თავს: აქაა, მიდი!

რთულია ზეცისკენ ხიდით სიარული,
ხშირად ვერ იქნები ლაღი, მხიარული.
ღმერთისგან თუ ნახე დიდი სიყვარული,
შენს სულშიც იქნება მღერა, ჟრიამული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი