სისხლის მუქი წვეთები


სისხლის მუქი წვეთებით შეიღება ცა - არე,
ნუთუ ჩემი ბოლოა ცივი, ბნელი სამარე?!
უზენაესო, შენ გთხოვ, სწორი გზებით მატარე,
ამდენი განსაცდელი ცოტა ხანი მაკმარე!

სული ძლიერ ვიწვალე, ღმერთი რომ ვერ ვიწამე,
მწუხარება ვისწავლე, მომეყარა მიწა მე.
ვეღარ ვიგრძენ სიამე, დამიდგა ბნელი ღამე.
ღმერთო, მომე ია მე, ტკივილი დამიამე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი