კოპენჰაგენის ბნელი ქუჩები


კოპენჰაგენის ბნელი ქუჩები, 
ტკივილი, სევდა და სიმარტოვე...
სნეულ კირკეგორს ეწვივნენ მუზები
და ნაზად უთხრეს: ,,კვლავ იმარტოვე!"

განმარტოებულს და დაობლებულს
ცრემლი ადგება დაღლილ ღაწვებზე,
რეგინა ოლსენს - ნაზ იას და გულს
კვლავ ვერ ივიწყებს, კვლავ ტირის მასზე.

კოპენჰაგენის ბნელი ქუჩები,
ტკივილი, სევდა და სიმარტოვე...
,,მძიმე უღელი მსუბუქად ვზიდე,
ქრისტე, დამიხსენ!" - ამბობს სიორენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი