იდუმალი სილურჯე
სადღაც შორს ლურჯი ზღვის ქვიშიან ნაპირებს მზის სხივი აპირებს უკოცნოს ხელ-პირი. სადღაც სულის სიღრმე მოუცავთ ვამპირებს. ოდესღაც სიშორეს ნაღვლობდა შექსპირი. შორისი სილურჯე მეფის სულს ანცვიფრებს, მისკენ მოაჭენებს ლურჯ მერანს მგოსანი... ეს კორიანტელი - ვის არ დააფიქრებს - თეთრი ანგელოზი, უხმო და ფრთოსანი. მე სულის სიღრმეში რამდენჯერ ვაპირე, რომ ამომეგლიჯა უღმერთო ვამპირი. შორისო მზის სხივო, კვლავ გაანაპირე გამქრალი ლურჯი ზღვის ლამაზი ნაპირი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი