მიყვარხარ!
არასოდეს მომწყინდება შენთან ერთად სიარული, ჩვენს გულებში ხომ დიდია ერთმანეთის სიყვარული. არასოდეს გამოიწვევს დაღლას ჩემში შენი ცქერა, შენი მზერა ჩემთვის არის ცის ვარსკვლავთა მთელი ერა. ახლაც მახსოვს ის წამები, ჰარმონიას რომ იწვევდნენ და გრძნობები გულებისა, სისათუთეს რომ იცმევდნენ. ახლა რა ვქნა, როცა ძლიერ შემომაწვა მონატრება, მაგრამ ხომ მწამს, შენთან ყოფნა ცხადში მალე რომ ახდება. ყველაფერი, რაც კარგია, შედარებით არის რთული, სიყვარულის სირთულესა არ შეუდრკეს შენი გული! ახლა კი ხარ მიწის მკვიდრი, შენ მეტი გსურს - ცისა ხარ, მეც იგივე სურვილი მაქვს და ძალიან მიყვარხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი