შენ
...შენც ჩემზე ფიქრში დაწერე ლექსი, მეც სიხარულის ფიალა შევსვი... წუხელ გავიგე შენი ნაზი ხმა, დიდი სევდის ხე იმ წამს გამიხმა. შენ სიყვარულით დაწერე ლექსი, ეს იყო შენთვის დიდი რეფლექსი; მე გულისყურით დავიწყე კითხვა, გული გამითბო იმან, რაც ითქვა. შენ მეგობარი მიწოდე სულის; საყვარელი ხარ, გოგონავ, უფლის! შენი სახელიც ამასვე მოწმობს. შენი წადილი ჩემში კვლავ ომობს. შენ ხარ ოცნება აუხდენელი, მე მაინც მჯერა, რომ ამიხდები. დღეები შენით გაუცდენელი მიიჩქარიან... მეც ავინთები, როგორც სასმისში - ღვინო ხვანჩკარა და მოვალ შენთან, ჩაგეხუტები; ვნატრობ, ეს ჟამი, რომ დააჩქარა. როდესაც შორს ხარ, სევდის ხე ხარობს; როცა ახლოს ხარ, ჩემს სულში დარობს, შენი ღიმილი გულს ისევ ართობს, შენი ტკბილი ხმა მატყვევებს, მათრობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი