მუზებში ირითმები


მოვლენილი ხარ ციდან,
მახსოვს მე შენი თმები.
უშენობას ვერ ვიტან.
მუზებში ირითმები.

მუზებში ირითმება
ლამაზთვალ-ლამაზთმება.
გულებში იმზირება
მზე ჩვენი სიყვარულის.

მზე ჩვენი სიყვარულის
ანათებს და ათბობს,
მაღალი ცისა სულის
ძლიერებით ხარობს.

მოხდენილი ხარ ქალი,
შენი ცქერით ვარ მთვრალი.
ცრემლების წვიმა მძლავრი
სულში წვიმდა უშენოდ.

უშენოდ სულს არ უნდა,
შენთან ყოფნის სმა უნდა.
უშენოდ სულში წვიმდა,
მე მხოლოდ შენთან მინდა.

მინდა, რომ სულ გიმზირო,
არასოდეს ვიტირო
უშენობის ცრემლებით.
მე აღარ მსურს უშენოდ.

უშენობას ვერ ვიტან,
მოვლენილი ხარ ციდან.
მუზებში ირითმები.
მახსოვს მე შენი თმები.

შევწყვიტავ უზომოდ სმას,
მოსაწონი გავხდები.
სულ მოვუსმენ შენს ტკბილ ხმას,
შენით მე ვერ გავძღები.

ისევ ვივლით პარკებში,
დროის აღქმას დავკარგავთ.
ვიცურავებთ ვარდებში,
დროს ფუჭად არ გავფლანგავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი