როცა გულს აღარ შეეძლო ლხენა
როცა გულს აღარ შეეძლო ლხენა, სულში სისხლის იწყებოდა დენა. როცა სახლში მხოლოდ ვიყავ ერთი, შედარებით ახლო იყო ღმერთი. როცა ლექსებს სიყვარულზე ვწერდი, გამოუთქმელს განიცდიდა მკერდი. როცა იყო სუსტი გონის ნება, პიროვნებას იტაცებდა ვნება. როცა სულს აღარ შეეძლო ლხენა და ბულბულის არ ისმოდა სტვენა, მომიცავდა სიძულვილის ენა და ცრემლების არ წყდებოდა ცვენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი