სარკე


- ჰო, მე შეიძლება მახინჯი ვარ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამაზე ვიდარდო. ბედნიერების წყარო გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკური სხეულის სრულყოფილება. რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს სიმართლეა: მე შემიძლია, ვიყო ბედნიერი მაშინაც კი, თუ ჩემი სახე 95 პროცენტიან დამწვრობას მიიღებს.
მან შეხედა თავის დამკვირვებელ მდგომარეობაში მყოფ თვალებს. გაეღიმა.
- არ გჯერა, არა? მე კი მჯერა! ეს მხოლოდ ჩემი შესაძლებლობა კი არაა, არამედ ზოგადად ადამიანისა, რადგან ადამიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკური სხეული, გაცილებით მეტი! - ყვიროდა ის.
თვალები, რომლებსაც დაჟინებით უმზერდა, ბუნდოვანნი გახდნენ. მისი ღაწვები დასველდნენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი