პოეზია


პოეზია ერთი ხის ერთი ტოტია, რომელსაც გამოსხმული აქვს მრავალი ლექსი. ხის სიახლოვეს უხვად დაფრინავენ ჩიტები.
ლამაზ ტყეში სეირნობს ღმერთი. ის თვალებს დახუჭავს, ხელებს გაშლის და ჩიტები უმალ შემოეხვევიან. ყველას მოეფერება, ცივად არავის მოეპყრობა.
ერთი გულგამთბარი ჩიტი ფრთებს გაშლის და ტკბილმოუბარ ტოტზე გადაფრინდება.
გაზაფხულის მშვიდი საღამოა. ერთი ეული პოეტი ზის ბაღში და შორეულ ხეებს უმზერს. ის აღმატებულს შეიგრძნობს, რადგან მუზა შედის მასში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი