გივი
გათენდა. დღეს 11:00-ზე უნდა ყოფილიყო სამსახურში. უკვე 15 წუთი აკლდა, გივი კი ლოგინიდან არ ამდგარა. აშკარად განსხვავებული დღე გაუთენდა. ის ასეთი არ იყო. მას შემდეგ, რაც გაიღვიძა, ერთი საათის განმავლობაში იწვა ლოგინში. ეს მდგომარეობა გაუნძრევლობით და ერთ გამოკვეთილ პოზაში ყოფნით თუ დახასიათდებოდა. გივი ადგა. ირგვლივ ყველაფერს სხვა ფერი მიეღო. ტელეფონმა დარეკა. იდგა სიჩუმე და იგნორი. კვლავ დარეკა ტელეფონმა. გივიმ დახედა, გაიღიმა და გათიშა. ის უკვე ჩაცმული წამოწვა ლოგინზე და ჭერს მიაპყრო მზერა. 13:00-ს რამდენიმე წუთით გადაცდა. გივი წამოხტა, ლოგინზე ჩამოჯდა და შუბლზე ხელის გულები მიიბჯინა; ტელეფონი ჩართო. უეცრად, განსხვავებული ფერის რეალობამ მეტი სიმძაფრე შეიძინა. მან აკრიფა ნომერი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელობდა. ზარი გავიდა. - ალო! - ჩაესმა ნაცნობი ხმა. - მარიამ! - ამოილუღლუღა გივიმ. კავშირი გაწყდა. გივი აივანზე გავიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი