შენზე


მე-12 ადგილი შემხვდა. ჩემი რიცხვი. ტექნიკურ თემებში იმდენად მოუქნელი ვარ, ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი.
- რომელიმე იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, - გავიფიქრე მე და ფანჯარასთან დავჯექი. 
მალე გოგოს ხმა მომესმა.
- ჩემ ადგილზე ზიხარ. - ადგილის შეცვლისკენ მომიწოდებდა ხმა. შევხედე, ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. მისი წყალობით, ჩემი მე-12 ადგილიც აღმოვაჩინე. ის აქტიური იყო და ეს მსიამოვნებდა. ის მიღიმოდა. მე ძალიან დაღლილი ვიყავი, ძილის ნაკლებობის მქონე, მან კი ჩემი გამხიარულება შეძლო. ჩვენ მალე დავმეგობრდით. მისი ღიმილი მისი ხმასავით სასიამოვნოა ჩემთვის. 
ახლა, როცა 5 წლის შემდეგ, შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს, ჩვენ ერთად ვიხსენებთ ჩვენი გაცნობის მომენტს და ერთმანეთს ვუღიმით. მე მინდა, თავი მოვაბა ჩემ სათქმელს და ავუხსნა, რომ მასზე ძალიან ხშირად ვფიქრობ, რომ მენატრება, როცა ჩემგან შორს არის. ის იღიმის, ჩემ გულში კი ჰარმონია ჩნდება. და მე არ მინდა, ეს ჰარმონია ჩემი კარგადვერგამოთქმული სათქმელის გამო გაქრეს. მე მისი არსებობა სიხარულს მანიჭებს. ჩემთვის ესეც საკმარისია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი