,,ქურდი"-ს სახელი


დიდი უკუღმართობაა ერში. ნეტავ თუ არსებობდა დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელიც წარმოიდგენდა, რომ ქურდობა ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა პრესტიჟული გამხდარიყო ქართველ ახალგაზრდებში. ეს წარმოუდგენელი რეალობა გახდა. ქრისტეს სახელის მქონე ქვეყნის ვაჟების დიდ ნაწილში ქურდის სახელი უფრო ფასობდა, ვიდრე უფლისა. მაინც გაგვრყვნეს, მაინც წარმოუდგენელი რეალობად გვიქციეს! 
 მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე, პრაქტიკულად, ავაზაკთა ბანდები აკონტროლებდნენ ქვეყანას. სააკაშვილმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და ზოგადად კრიმინალს (მაგრამ არა საკუთარს). ხელისუფლება ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი უსასტიკესი მეთოდებით ებრძოდა ყველას, ვინც კი მისიანი არ იყო. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ქურდების გავლენა მოსახლეობაში მკვეთრად შემცირდა. ახალგაზრდების თაობაში სულ უფრო და უფრო ნაკლები მოზარდი იყო ისეთი, ვინც საკუთარ მომავალს ქურდის სახელის ღირსეულ ტარებაში ხედავდა. დღევანდელი რეალობა კი, სადაც ახალგაზრდებში კვლავ შესამჩნევია ქურდობის სიყვარული (ქურდობა კი წარმოადგენს ერთ-ერთ მძიმე ცოდვას, ქრისტიანული სწავლების მიხედვით. ამ ჩვენს ცნება - ,,ქურდობა"-ში არ იგულისხმება მხოლოდ ,,არა იპარო"-ს მცნების დარღვევა, მისი ბოროტებისა და ცოდვის სიღრმე გაცილებით უფრო დიდია.), გვარწმუნებს იმაში, რომ გარყვნილ აზროვნებას (თუნდაც დღევანდელი ჭირის - ლგბტ ცხოვრების ნორმალურობად მიჩნევას.) უნდა ებრძოლო არა ბრუტალური მეთოდებით (როგორც ფაშისტებს სჩვევიათ), არამედ სიტყვით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი