სიყვარული
მიკვირს ხოლმე იმ საოცარი ისტორიის, რასაც ქრისტიანობის გავრცელება ჰქვია. მართლაც, როგორ შეძლეს ჩვენსავით ადამიანებმა ძალადობის გარეშე, იმ უსასტიკეს, ძალადობით სავსე გარემოში სახარების გავრცელება? მათ გააჩნდათ უმთავრესი - სიყვარული. თუ მათ შორის რაიმე უთანხმოება ჩამოვარდებოდა, ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავებში ჩაიხედებოდნენ და იქ დაიწყებდნენ არასწორის ძიებას. ასე ერთმანეთს ასწრებდნენ პატიების თხოვნას და უყოყმანოდ შეეძლოთ პატიება. ქრისტემ თავის ნამდვილ მოწაფეებზე დააფუძნა ეკლესია, რომელსაც ,,ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ შემუსრავენ". იესო გვასწავლის, რომ მისი ნამდვილი მოწაფენი მაშინ ვიქნებით, თუ სიყვარული გვექნება ერთმანეთს შორის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი