ჭეშმარიტება
ეს ჩვენი რეალობა, რომელიც ამ ცხოვრებაში გვეძლევა, არის ცვალებადი. აბსოლუტურად უცვლელი, წმინდა რეალობა არის ღმერთი. ჭეშმარიტება არის ღმერთის სრულყოფილი ანარეკლი. ჭეშმარიტება ცნობიერების გარეშე არ არსებობს. სად უნდა აირეკლოს თუ არა ცნობიერებაში? ღმერთი არის აბსოლუტური თვითმყოფი თვითცნობიერება. ღმერთი აირეკლება და თავის ანარეკლში საკუთარ თავს ხედავს (,,მე და მამა ერთი ვართ"). ჭეშმარიტება მუდმივად იშობა აბსოლუტური, უცვლელი, წმინდა რეალობის მიერ და მუდმივად აირეკლება მასშივე, როგორც ცნობიერებაში. ღმერთმა რომ ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენშიც შეიძლება აირეკლოს ჭეშმარიტება. ანუ ჩვენშიც შეიძლება იშვას ძე ღვთისა. მამა არის აბსოლუტი, რომელიც შობს საკუთარი თავის სრულყოფილ ხატებას, ეს ხატება კი არის ჭეშმარიტება ანუ ძე ღმერთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი