ჭადრის ფოთოლი
გამხმარი ხიდან ჩამომწყდარი ფოთლის სიცოცხლე, რაით მეტია უსახლკარო კაცის თვალებზე, მოხუცს სახეზე მოელვარე მტკნარი სიმორცხვე, მოჰყვება ამბავს დაუთვალავს მშიერ ღამეზე. დამჭკნარ მტევანზე გაბერილი სიმწრისა ძარღვი, საცაა გასკდეს, გადმოღვაროს სევ-და-გროვილი, მცოცავ სიბნელეს კვლავ მოუცავს გულჩვილი მარტი, კაცია ქვეყნად, კაცი მხოლოდ ტანჯვად შობილი. რაიც ცხოვრებამ ვერ დააკლო დღეებს უძიროს, რაიც განგებამ ვერ დაშალა გზები კლდიანი, ახლა დრო წყვიტავს წარმოუთქმელ ამბავს, უპიროს, ახლა ღამეა უნაპირო ბარდ-ეკლიანი. მამული იცავს ბოროტთაგან ეშმაკის ქმნილის, წყალობას ითხოვს მხოლოდ კაცი შიშველი ხელით, ვინ რა იცოდა, იქნებოდა ცხოვრება ჭირის ხვეწნა, რომ სჯობდა სიცოცხლეს სიკვდილი ცელით. ცივსა კედელთან გამონახა ენა საერთო, ქვა გაყინულა როგორც მისი ბაგე-მტევნები, მარად სიცივეს ახლა ჭექა, სევდაც დაერთო, დღეებს ოქროსფერს ახლაც ისევ დავედევნები. გამხმარი ხიდან ჩამომწყდარი ფოთლის სიცოცხლე, რაით მეტია უსახლკარო კაცის თვალებზე, მოხუცს სახეზე მოელვარე მტკნარი სიმორცხვე, მოჰყვება ამბავს დაუთვალავს მშიერ ღამეზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი