ნაკრა
მალე ბუნკერის მეორე კარს მიუახლოვდნენ, ამ თემაზე საუბარი მას გულს სტკენდა, თუმცა ზოგჯერ წარსულის გახსენებაც საჭიროა, რათა არ დაგავიწყდეს რა გამოიარე, საიდან მოდიხარ და სად უნდა წახვიდე. ამ ადგილის პოვნამდე ბევრი დაბრკოლება შეხვდათ. მათთვის თავშესაფრის პოვნა ძალიან რთული პროცესი იყო, მაშინ მცხეთაში ვეღარ გაჩერდებოდნენ, კარებიც დაზიანდა და ალბათ ვირუსიც შიგნით იქნებოდა. ჰოდა, იძლებულნი გახდნენ, წამოსულიყვნენ და ახალი ბუნკერი მოეძებნათ, რომელშიც ცხოვრებას მოახერხებდნენ. პლუს, ბუნკერს ჰერმეტულად დაცული კარგი კარი უნდა ჰქონოდა, რომელიც რადიაციას გარეთ შეაკავებდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მიწის ზემოთ გაჩერება ორ დღეზე მეტ ხანს არ შეიძლებოდა, თორემ იმათ ბედს გაიზიარებდნენ, ვისაც მესამე ხელი ამოუვიდათ. იმ ამბის შემდეგ, პოლკოვნიკმა და მზვერავმა ახალი თავშესაფრის ძებნა დაიწყეს, მაშინ მცხეთასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში, იყო ერთი მიტოვებული თავშესაფარი, რომელშიც ექსპედიციაზე მზვერავი დადიოდა ხოლმე, რადგან პროფესიით არექოლოგი იყო, ხშირად უწევდა მსგავსი შენობების გამოკვლევა. მაგრამ მაინც არ იცოდნენ, თუ რა დახვდებოდათ შიგნით. გასაკვირი არ იქნებოდა, რომ ბუნკერი უკვე დაკავებული ჰქონოდა სხვა ჯგუფს და შეშინებულებს ესენიც მუტანტებივით ადგილზევე ჩაეცხრილათ. ასე მოხდა კარსანის ერთ-ერთ სადგურზე, რომელიც ადამიანების ერთმა ნაწილმა დაიკავა, თუმცა სხვა ყველას, ინფიცირებულებს თუ ჯანმრთელებს, ადგილზე კლავდნენ. ბუნკერთან რომ მივიდნენ, კარგი დაკეტილი დახვდათ, ეს კარგის ნიშანი იყო, რადგან უკვე საცხოვრებლად გამოდგებოდა. მალევე კარი დიდი რკინის ხელკეტით გახსნეს. ბუნკერში ჩავიდნენ და ნახეს, რომ გარდა საკვებისა და ნახევრად ჩამონგრეული კედლებისა, ყველაფერი იყო, რაც გადარჩენისთვის გამოდგებოდა. ეს იყო ძეგვის ბუნკერი, რომელიც 2036 წელს ააშენეს ოლიგარქების დავალებით. აქვე დასახლდნენ, ნელ-ნელა ადამიანები შემოემატათ, თუმცა გადასარჩენად რამე უნდა მოემოქმედებინათ, რათა არ შემოსულიყო დაინფიცირებული და მთელი ჯგუფი არ გაენადგურებინა. რამდენიმე დღის განმავლობაში შემოსული ჩაკეტილ კაბინაში იყო, რომელსაც დიდი რკინის კარი იცავდა. საკვებსა და სასმელს დროგამოშვებით აწვდიდნენ. ბუნკერში მოხვედრა ძალიან გამკაცრდა. მათთან ავტორიტეტული ადამიანების მოდიოდნენ, შველას ითხოვდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, როცა კარანტინის პერიოდი გავიდოდა, შემოსულს ხელზე შანთით ამოუწვავდნენ ნიშანს, რომელიც ამ ჯგუფის წევრობას გულისხმობდა და იმას, რომ არ იყო ინფიცირებული. ნელ-ნელა ხვდებოდნენ, რომ ზოგიერთ მათგანს იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც გარკვეულწილად იცავდა მათ ინფიცირებისგან, თუმცა იმუნიტეტს ბოლომდე ვერ ენდობოდნენ, რადგან სიტუაციაში სრულიად გარკვეულნი ჯერაც არ იყვნენ. იმ დღის შემდეგ აქ არიან, ახალი ბუნკერის საძებრად წასვლა არ დასჭირვებიათ, რადგან ჯერ ინფიცირებულიც არ შემოპარულა. მეორე დილით პოლკოვნიკმა მზვერავების ოთახის კარგი გააღო და დაიყვირა: დროზე, ადექით! - საყელო შეისწორა და განაგრძო - დღეს კედელი უნდა გავამაგროთ, თორემ უკვე ისე ახლოს მოდიან, მალე საგუშაგოს თავს დაესხმებიან. - თავიდან, როცა ძეგვის ბუნკერში დასახლდნენ, დასაზვერად ერთ კილომეტრზე შორს არ მიდიოდნენ, თუმცა იმ დღის შემდეგ, როცა გროვერმა რამდენიმე დარაჯი მთლიანად დაანაწევრა, მანძილი ხუთას მეტრამდე შეამცირეს, თუმცა იცოდნენ, რომ რაც უფრო ამცირებდნენ მანძილს, მით უფრო დაუცველი ხდებოდა ბუნკერი, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდებოდნენ. მიუხედავად ამისა, მალევე მანძილი ისევ შემცირდა სამას მეტრამდე, რადგან მუტანტმა ძაღლმა ორი დარაჯი ერთმანეთში გადახლართა და ბუნკერთან ისე დააგდო. სიბნელეში გარეთ გასვლა ძალიან სარისკო იყო, რადგან გროვერები ღამით აქტიურობდნენ, მათ უკუნით სიბნელეშიც შეეძლოთ ხედვა. ისინი სწრაფები და მოქნილები იყვნენ, ჩვეულებრივ ადამიანზე ორჯერ მაღლები. წინა ღამით ის ბუნკერთან ყველაზე ახლოს მოვიდა, ჯერ მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა. არ გესმით რას ვამბობ? - რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ პოლკოვნიკმა გაბრაზებული ხმით წამოიყვირა. ანდრე მაშინვე წამოდგა და ოთახის კუთხეში ჩამოკიდებული ქურთუკი აიღო, რომელიც ხმარებისგან ისე გაცვეთლიყო, რომ მალე ტყავი სულ გასძვრებოდა. ხო, ხო, მესმის, ახლავე - თქვა და ქურთუკი მოიცვა. ამას როგორ ვაპირებთ? რა მასალაც გვქონდა, უკვე ყველაფერი გავიტანეთ და კედელზე დავამაგრეთ, ან გასათბობად დავწვით - თქვა იქვე მდგომმა დარაჯმა, რომელიც სიგარეტის კვამლში იყო გახვეული, - მგონი, არაფერი გამოვა. ანდრემ სარდაფში ნარჩენები იპოვა, იმას გამოვიყენებთ. თუ შენ მუშაობა გეზარება, ეგ სულ სხვა საქმეა, მაშინ დაჯექი და უყურე, როგორ მიაკითხავს გროვერი შენი ჯგუფის წევრებს, - თქვა გაბრაზებულმა პოლკოვნიკმა, - თავიდანვე მშიშარა ნაბიჭვარი იყავი. არაფრის მეშინია, მაგრამ დაუსრულებელმა ბრძოლამ დამღალა, რომელსაც არანაირი შედეგი არ უჩანს, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ უმისამართოდ ხეტიალს. - თქვა დარაჯმა. აქამდე მოხვედი და ახლა დანებებას აპირებ? ჩვენ ბედს არ შევეგუეთ და გადავრჩით, ახლა აქ ვართ. შენ კი ფიქრობ, რომ ყველაფერი ამაო იყო და საქმე შუა გზაზე შევწყვიტოთ? - თქვა უკვე ხმაში სევდამორეულმა პოლკოვნიკმა. ასე გამოდის. გგონია, რომ ნაკრას ბუნკერამდე მივაღწევთ? არც კი ვიცით მართალია თუ არა, რომ იქ გადარჩენილების უდიდესი ჯგუფია, ან საერთოდ თუ არსებობს ნაკრას სადგური. როგორ მივაღწევთ იქამდე, როცა ორ დღეზე მეტ ხანს გარეთ გასვლა არ შეიძლება. არსებობს, ვიცი. ეს არის ჩვენი მიზანი. უნდა გადავარჩინოთ ეს უმწეო ხალხი, ქალები და ბავშვები, მოხუცები, რომლებიც ჩვენს იმედად არიან. იქამდე უნდა მივიყვანოთ - უიმედოდ ჩაილაპარაკა პოლკოვნიკმა. - გეგმას შევადგენთ, როგორმე მივაღწევთ. მაქამდე ბევრი ბუნკერია, თავს შევაფარებთ, გადავრჩებით. სჯობს, საქმეს მივხედოთ, ბევრი დრო აღარ დაგვრჩა, - სიჩუმე მზვერავმა ანდრემ დაარღვია. ანდრე, შენ და იონემ საწყობიდან მასალები ამოიტანეთ. შენ კი, - მიმართა დაჯარს - წამომყევი და იარაღის მარაგი შეამოწმე. კედლის გამაგრება რთული პროცესია, რადგან ისედაც შიმშილისგან დაუძლურებულებს, აღარ შეეძლოთ მძიმე მასალის აწევა. მავთულხლართები ჰქონდათ, რომელსაც ელექტროენერგია დაუკავშირეს და ახლოს მოსულ მუტანტს ცოტა ხნით მაინც შეაკავებდა. ანდრემ და იონემ მასალა რომ აიტანეს, სულს ვეღარ ითქვამდნენ. ცოტა რომ ამოისუნთქეს, კედლის გამაგრება დაიწყეს, მაგრამ უიმედოდ, რადგან იცოდნენ, რომ მსგავსი ძალის მქონე არსებას რკინის ნაგლეჯი ვერ შეაკავებდა, მაგრამ სრულიად უმოქმედობას ნამდვილად სჯოობდა. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ბუნკერის გარე კედელი არც თუ ისე განსხვავებულად გამოიყურებოდა. თითქმის ისევ ისე იყო, როგორც გამაგრებამდე. სანამ ზაპოროჟიეს ატომური სადგური აფეთქდებოდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო. სამყარო ჩვეულ რიტმში აგრძელებდა არსებობას. რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზე კარგად იყო, ვიდრე ახლაა. ადამიანთა რასა ისევ მისსავე ქმნილებას ემსხვერპლა. რეაქტორი გადამეტებული სამუშაოების გამო მწყობრიდან გამოვიდა, გადახურდა და მისი მართვა შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამხელა საფრთხისა, მაინც არ შეჩერდა სამუშაოები, რომლებსაც უდიდესი ენერგიის მისაღებად ახორციელებდნენ. იმ პერიოდში მზე ნელ-ნელა კარგავდა ენერგიას, მათ კი სურდათ, რომ მზის ენერგია ატომური ელექტროსადგურიდან მიეღოთ, რამაც სრულ კატასტროფამდე მიიყვანა სამყარო. მთელი ევროპის კონტინენტი რამდენიმე წუთში დაფარა მომწვანო ფერის ღრუბელმა. ღია ცის ქვეშ მყოფი ყველა ცოცხალი არსება გამანადგურებელმა წვიმამ შთანთქა. ღრუბელი ორ საათში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტს მოედო, ხოლო მალევე სამხრეთ ამერიკაში გადავიდა. ტროპიკული ტყეები სრულიად განადგურდა, მწვანე ფოთლები, ყვავილები, ჯუნგლები, აღარ არსებობს. აფრიკის ტერიტორიაზე არსებული თითქმის ყველა ცხოველი დაიხოცა, რადიაციას მხოლოდ ძლიერები გადაურჩნენ, რომლებმაც შედეგად მუტაცია განიცადეს და მოსიარულე მონსტრებად გადაიქცნენ. ადამიანებს აპოკალიფსი მხოლოდ ვიდეო თამაშებში წარმოედგინათ, ზომბების შემოსევა ახლა რეალობად იქცა. საშუალოდ, ათი მილიარდი ადამიანიდან, ცხრა მილიარდი გაქრა. გადაუღებელმა რადიაციულმა წვიმამ, რომელიც კვირებისა და თვეების განმავლობაში ტბორავდა გარემოს, სრულიად შეცვალა დედამიწა. ადიდდა ტბები, მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა. ატლანტისა და წყნარ ოკეანეში დინება გაძლიერდა. ეს შედეგი გარდაუვალი იყო, მაგრამ ადამიანები მაინც არ გაჩერდნენ იქამდე, სანამ აღსასრული რეალობად არ იქცა. ბუნებამ თვითონვე გადაწყვიტა ჩვენი შეჩერება. მან დაამტკიცა, რომ არავინაა ბუნებაზე უფრო ძლიერი, თვით ადამიანიც კი. მას შემდეგ, რაც არსებული სიტუაცია აშკარა გახდა, გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო. ერთადერთი თავშესაფარი კი, რომელშიც სიცოცხლის გაგრძელება შეიძლებოდა, ბუნკერი იყო. ჰერმეტულად დაცული ბუნკერი საკმაოდ რთული საპოვნელია, უამრავი მათგანი განადგურებული და უვარგისი იყო. ხმები დადიოდა, რომ მსოფლიო ლიდერებმა წინასწარ იცოდნენ ამ კატასტროფის შესახებ, მოიმზადეს თავშესაფასი და ამ დღეს მშვიდად შეხვდნენ, მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცით. თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მსგავს თემებზე საუბარი. ლიდერები ხალხს ფარულად აფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ არავის ესმოდა, რადგან მსგავსი შემთვევა არაერთხელ ყოფილა. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს მორიგი გამოცდა იყო, რომელიც მალე ყველას დაავიწყდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ნელ-ნელა გადარჩენისთვის ბრძოლა ლიდერობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. არებობდა ბუნკერები, რომლებმაც კავშირი გაწყვიტეს სხვა ბუნკერებთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ასეთ დროს დაპირისპირება გარდაუვალი იყო, რადგან კავშირის გაწყვეტა პირდაპირ ნიშნავდა ომის გამოცხადებას. ასევე არსებობდნენ სადგურები, რომლებსაც მაძღარი, მოღრუტუნე ღორები ჰყავდათ.გარდა ამისა, სოკოსა და ცილოვანი საფუარის პლანტაციები ჰქონდათ. მათ არც საკვები აკლდათ და არც სასმელი, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ჰქონდათ მოპოვებული. ასეთ პატარა საელმწიფოებს ჩვენ ბარბაროსებს ვეძახდით. კავშირის გაწყვეტის შემდეგ ისინი რამდენიმე დღეში თავს ესხმოდნენ სხვა სადგურებს და მათ მთლიანად აოხრებდნენ. მიჰქონდათ შემორჩენილი საკვები, სასმელი და სხვა საჭირო ნივთები. იყო პერიოდი, როცა კანიბალიზმი მომრავლდა, მაგრამ არა მუტანტებისგან, არამედ ადამიანებისგან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი