მრუდე სარკეა ჩვენი საწუთრო


სიჭაბუკეში, როს შედის ბავშვი
ჰგონია იძენს რაღაცას ახალს,
სინამდვილეში ყველაზე ძვირფასს,
თურმე უზრუნველ ბავშვობას ჰკარგავს.

შრომობს, ჯახირობს ადამის მოდგმა,
ძვირფასი წლები ჩალიჩში გაჰყავს,
ჰგონია იძენს - სინამდვილეში
ის სიჭაბუკის ძვირფას წლებს ჰკარგავს.

შეეპარება სიბერე მწყრალი,
აწუხებს წნევა და გული ჰკაწრავს,
ჰკარგავს მშობლებს და ჰკარგავს ახლობლებს,
ჯანმრთელობასაც თანდათან ჰკარგავს.

მრუდე სარკეა ჩვენი საწუთრო,
მას ათასგვარი ცთუნება ახლავს.
კაცი როდესაც რაღაცას შეჰქმნის,
მაშინ საკუთარ სიცოცხლეს კარგავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი