როდესაც სიო შეარხევს ვარდებს


როდესაც სიო შეარხევს ვარდებს
და ვარდის სურნელს შეაფრქვევს სარკმელს,
როცა ვაშლებზე თეთრად დაათოვს,
როცა ყვავილებს ცვარი დაათრობს,

როცა დილის ნამს სვამენ იები,
ტყეში, როდესაც ქრიან ირმები,
როდესაც ხევში ჰყივის ჩანჩქერი,
მინდა ვადიდო ქვეყნის გამჩენი.

გონიერება ვადიდო ღვთისა,
ვინც საქართველოს ეს ეშხი მისცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი