მივესალმებით პაცეფისტებს
ადამის ცოდვას მოჰყვა სხვა ცოდვა, როცა კაენმა მოკლა თავის ძმა, მას შემდეგ ცოდვილ დედამიწაზე, აღარ მთავრდება ძმათა სისხლის ღვრა. საუკუნენი მისდევენ ერთურთს და უამრავი გავიდა წელი, ისევ ამაყად დააბიჯებენ დედამიწაზე დღეს ძმათა მკვლელნი. ფიქრებში წავალ და ისტორიას გავხედავ, როგორც ჰორიზონტს მთიდან. ამ ჩემს ფიქრებში ძველი, დიადი, იმპერიების დანახვა მინდა. ვხედავ ასურეთს, ვხედავ ბაბილონს, ვხედავ კართაგენს და თვით რომს დიადს, ამპარტავნობით გადიდგულებულ იმპერატორებს მკაცრსა და ზვიადს. მსოფლიო მპყრობი იმპერიები, რომელთ წინაშე ქვეყნები თრთოდა, აღარ არიან და მათ ადგილზე, არის უდაბნო და ქვათა გროვა. ვინ რა წაიღო? მოდი დავფიქრდეთ, თუნდ ბევრი სისხლი სვეს და დაღვარეს, დღეს იმათ სახელს არვინ იხსენებს, არვინ იგონებს იმათ საფლავებს. თვით ალექსანდრე მაკედონელი, ვინც ევრაზია ფეხქვეშ გაიგო, მითხართ სიკეთე ვის მოუტანა? ანდა თავისთვის რაღა წაიღო? როცა ინდოეთს შევიდა თურმე, იქ შეხვდა ერთი მოხუცი ბრძენი. და უთხრა ასე: ეჰ ალექსანდრე ომში გალიე ძვირფასი წლები. თავს რად იწამებ, ან სხვას რაღად სტანჯავ? ცხოვრება არცთუ ისე გრძელია, წადი იცხოვრე მშვიდობიანად, ნუთუ სხვა საქმე არაფერია? მართალი არის, შენ დაიპყარი მთელი აზია, ზოგიც ევროპა, მაინც იმოდენ მიწას წაიღებ, რაც შენ სამარის ადგილს ეყოფა. ისე აგვიხდეს ყველა სიკეთე, როგორც აუხდა ბერძენს ნათქვამი სულ ახალგაზრდა იყო რომ მოკვდა არც კი იციან მისი საფლავი. სხვაც ბევრი არის მაგალითები, მთელი ევროპა რომ გადაქელეს, ნაპოლეონი, თუნდაც ჰიტლერი, შთამომავლობაც კი ვერ დატოვეს. ნუთუ არ გვყოფნის ჩვენ ეს იმისთვის, ცოტა რომ მაიც ჭკუა გვესწავლა? რომ შეგვეწყვიტა ქვეყნად ომები და ძმათა სისხლი აღარ გვეღვარა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი