მოჩვენებითი მშვიდობა
ნამდვილად იყო მშვიდობა კაცობრიობის ოცნება. ომმა და უბედურებამ ბევრს დაუნგრია ცხოვრება. თუმცა მშვიდობა როდია ყოველთვის მშვიდობიანი, მშვიდობის მოსაპოვებლად ისმის ბომბების გრიალი. ქმნიან ტანკებს და რაკეტებს, კაცი რომ აღარ ინდობა, ფიქრობენ ამგვარ მეთოდით დაამყარებენ მშვიდობას. მსოფლიოს დიდი ქვეყნებიც, მშვიდობის რგოლში ჩაებნენ, სინამდვილეში ერთმანეთს „მუსკულებს უკაჩავებენ.“ „მშვიდობისათვის იბრძვიან, მშვიდობისათვის ომობენ, მშვიდობის მოსაპოვებლად, ქვაზე-ქვას აღარ სტოვებენ,“ უსხედან გრძელ-გრძელ მაგიდებს, ჭამენ და სვამენ მეფურად და შეჰღიმიან ერთმანეთს მლიქვნელურ-ფარისევლურად. მოკრძალებული ღიმილით ერთურთს უხვევენ თვალებსა, სიტყვით სხვა რამეს ამბობენ, ფიქრობენ სულ სხვა რამესა. ვიკითხოთ სადღა არიან დღეს მეცნიერნი რჩეულნი? მათი მცდელობით შეიქმნა ბევრი ტომი და კრებული. წერენ გრძელ დისერტაციებს მოვალეობას იხდიან, თუმცა მშვიდობა ამგვარად არ დამყარდება იციან. მსოფლიო შიშით კანკალებს და ვერ იშუშებს იარას, სადღაც ტერაქტი მზადდება ვიღაც ამზადებს იარაღს. ხალხმა დაკარგაცხოვრების ინტერესი და ხალისი, მშვიდობას ვინცა გვპირდება, სწორედ ის გახდა საშიში. აღარ აქვთ ადამიანებს ერთი მეორის ატანა, გულებში ბოროტი უზით, დაეპატრონათ სატანა. არ აჯობებდა ცოტა, რომ გონება მეტად გვიჭრიდეს? უფლის გზას ვადგეთ, ერთმანეთს დახმარების ხელს ვუწვდიდეთ? მაშინ არ დაგვჭირდებოდა ამდენი ტანჯვის გაძლება, ცაში ღმერთს გავახარებდით, დაგვლოცდა მისი განგება. მაგრამ ვაი რომ ჩვენს ტვინში, მხოლოდ ეჭვი და შურია, სხვისი სიკეთე გვაწუხებს, ლამის გაგვისკდეს გულია. დაფიქრდი ადამიანო, რას გარგებს შური მურტალი, გიყვარდეთ ერთმანეთიო, გვიქადაგებდა უფალი. მინაწერი მშვიდობას აქვს უფლის სიბრძნე, წმინდა სულის მონაბერი და მას ვერსად გაექცევა ვერც სულელი და ვერც ბრძენი ბევრს ეცადნენ, მაგრამ მაინც ჭეშმარიტ აზრს ვერ გაექცნენ: „მოექეცი სხვას ისევე, როგორც გინდა შენ მოგექცნენ.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი