როცა ვიყავი მე სულ პატარა
როცა ვიყავი მე სულ პატარა, მეფერებოდა ყველა გამვლელი და მემ მეგონა ჩვენი ცხოვრება არის საამო და უდარდელი. დედამ მიამბო ერთხელ ზღაპარი, ბოროტ მელაზე, როცა შიოდა: როგორ მოსტაცა შვილი ჩიტუნას და ჩიტი როგორ მწარედ სტიროდა. დიდხანს ვდარდობდი მე ჩიტუნაზე, მეცოდებოდა საბრალო ჩიტი, მაშინ მეგონა დედამიწაზე, მელაკუდაა ყველაზე ფლიდი. შემდეგ გავიგე, რისი მელია მასზე ბოროტი თურმე მგელია. მგელს შესძლებია თურმე თავის მსხვერპლს, დიდხანს მისდიოს, კარგდ დაჰქანცოს, მერე მივარდეს დაღლილს, საბრალოს და დაუნდობლად ყელი გაჰღადროს, სხვისი ტკივილი მას არ ადარდებს, მხეცია იგი დაუნდობელი, სულაც არ ფიქრობს, როგორ ტკივილს გრძნობს, მისგან მოკლული მსხვერპლის მშობელი. მაგრამ ყოფილა მასზეც ვარესი, სულ ამერია თავში დავთარი, მახინჯი მხეცი, დაუნდობელი, მისი სახელი არის აფთარი. და მე მეგონა ჩემს ბავშობაში არავინ იყო მათზე საშიში. ჰოდა, როცა მე მათზე ვფიქრობდი მეარგებოდა სულმთლად ხალისი. მერე ბავშვობის წლები გავიდა, ვნახე ცხოვრება დაუნდობელი, როგორ ჩაგრავდნენ ქვეყნად მართალ ხალხს, როგორ ჯობნიდა ნათელ აზრს ბნელი. ბევრი ცდილობდა სხვის დამონებას, კაცი კაცზედა მტრულად მძლავრობდა, ყველა თავისკენ ეზიდებოდა, სხვის გასაჭირზე არვინ დარდობდა. ჯუნგლის კანონი ადამიანში, ყველა ნადირზე მეტად მძლავრობდა. ადამიანო თუ არ ხარ მხეცი, მაშინ მე შენგან პასუხს მოველი, როცა კაცს კლავდი რად არ ფიქრობდი, რას გრძნობს მოკლული შვილის მშობელი? ადამიანში ყოფილა ყველა ნადირის ბუნება, ჰოდა ამაზე, რომ ვფიქრობ კვლავ მიფუჭდება გუნება. ადამიანო! შე მართლა: მელავ, მგელო და აფთარო, შენი ცოდვები რომელი, რომელი ერთი დავთვალო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი