ქართველთა ჭირი


ქართველებს მუდამ რაღაცა 
სენი გვჭირს უკურნებელი,
ერთი მეორის მტრობაში
გაგვყავს ეს წუთისოფელი.

შურს ვერა ვმალავთ, 
როდესაც ვინმეს სიკეთეს გავიგებთ,
თუ საშუალება მოგვეცა
მაშინვე ლანძღვით ავიკლებთ.

წლები გადიან ერთურთს ვმტრობთ,
მშვიდობის ვერა ვიწამეთ,
ერთი - მეორის დანდობა
ღვთისგანაც კი ვერ ვისწავლეთ.

კარგი კაცობის საზომი
გახლავთ ქურდობა, სიცრუე,
თუ კარგად ქურდობ კაცი ხარ,
კაცი ხარ თუ ბევრს იცრუებ.

ტყუილი მუდამ თან გვახლავს,
როგორც ერთგული გუშაგი,
ყველა სიცრუის გუდა ვართ,
პრეზიდენტიდან მუშამდი.

დედის ფიცება მითხარით
სხვებმა ვინ იცის ამგვარი?
ჩემი დედა მ.......... რომ ვიტყვით,
ამინს მოგვძახის მთა-ბარი.

ქალიშვილები დაგვდიან,
შარვლით ნახევრად ჩახდილნი,
აღარ ამშვენებს მათ სხეულს
კაბა და ნაზი მანდილი.

სიგლახეს უცებ ვითვისებთ,
თუმც ჩვენიცა გვაქვს მრავალი,
ცხოვრებაც ისე მიგვიდის,
რომ გავახაროთ მავანი.

მუდამ სხვას შევცქერთ ხელებში,
დარდებმა გული მოღალა,
ნუთუ ასეთი ძნელია
შირაქში ხორბლის მოყვანა?

არ ვიცი რაღას ვიქადით,
ან ასე რატომ ვდიდგულობთ,
კიტრის მწნილი რომ მწნილია
იმასაც სხვისგან ვყიდულობთ.

ვყიდით ყველაფერს რაც კი გვაქვს:
მიწას, ზღვას, ტყეს თუ მდინარეს.
უცხოს სუყველას ტაშს ვუკრავთ,
ვისაც კი ვნახავთ მღიმარეს.

გურამიშვილის ნათქვამი
სჩანს, რომ უკუღმა გავიგეთ,
აღმა ხვნა დაღმა დაფარცხვა,
ისევ თავიდან დავიწყეთ.

ვერც ილიასგან ვისწავლეთ,
რომ მტრობით არა შენდება,
თუკი კარგად არ დავფიქრდით
მოგველის გადაშენება.

ერთურთს თვალებს ვთხრით,
უცხოსთან ვართ უაღრესად კეთილნი,
ალბათ დრო არი ამდაგვარ
ქცევას დავუსვათ წერტილი.

ალბათ დრო არის სხვაგვარად
დავიწყოთ ფიქრი, ცხოვრება,
ერთი მეორის მტრობას სჯობს
ჭკუა გავხსნათ და გონება.

მტრობა და შური გადავდოთ
გვერდზე და ძმობა ვიწამოთ,
ჩვენი ხორბალი დავთესოთ,
ჩვენი ნაშრომით ვიხაროთ.

უფალს შევთხოვოთ შემდგომში
ხელგაწვდილი არ გვატაროს,
რადგან ბაღნარი გვიბოძა
გამოყენებაც გვასწავლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი