სთქვა სამყაროს შემოქმედმა !!!
(გამოსვლის ; 20 – 4,5 ) მე ვარ უფალი ღმერთი შენი და მე მიწამე! არ გაიკეთო სალოცავი არაფრისაგან, რაც არსებობს დედამიწაზე! არც იმისაგან ,რასაც ხედავ წყალში და ცაში! დაგვიწერა და დაგვიდგინა ათ მცნების თავში. ვიდრე გვეტყოდა არ იმრუშო, არ იქურდო, არ მოკლა კაცი, მანამდე გვითხრა, არ გაიკეთო კერპი და ხატი. ამ სიტყვებიდან სამი ათას ხუთას წელზე მეტი გავიდა, ბრუნავს სატანის ბორბალი და სუყველაფერს იწყებს თავიდან. კვლავაცჭედენ და კვლავაცხატვენ, კერპებს და ხატებს. თაყვანსა სცემენ, და უამრავ სანთლებს უქნიან. ხსნას სთხოვენ ისე ,თითქოს ამათ შექმნეს სამყარო, და ჩვენს მამა ღმერთს ”იეჰოვას” არ შეუქმნია. პატივს მივაგებ ყველა წმინდანს, ყველა წამებულს, და მზად ვარ მათი რწმენის წინაშე თავი დავხარო, მაგრამ გვჯეროდესმათ ჩვენი ხსნა არ შეუძლიათ, რადგან ამათ არ შეუქმნიათ ჩვენი სამყარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი