მოჩვენებითი ღვთის მოსაობა
თუკი მგელმა ფარეხში, ჩუმად შესვლა ინება ას ცხვარს ერთად გაღადრავს, ასეთი აქვს ბუნება, თუკი ყველას ვერ შეჭამს, ამას არც კი ინანებს, მგლური სიხარბის გამო, იგი თავს ვერ იკავებს. ზოგიერთ ჩინოვნიკშიც ეს თვისება ვლინდება, ხარბად ძარცვავს ქვეყანას და უაზროდ მდიდრედება. ქონება აქვს იმდენი, რომ ვთქვა გაგიკვირდებათ, მაინც არა სჯერდება, ვერა კმაყოფილდება, თუმც სიმდიდრე ბევრი აქვთ, არ იციან რა უყონ, არც იფიქროთ ვინმესთვის ერთი ცენტი გაიღონ. მათ ქონებას არა აქვს სათვალავი, არც ზომა. მაინც ხარბად ძარცვენხალხს, არ იცის დაზოგვა. მგელი მაინც მგელია, ასეთი აქვს ბუნება, ამიტომაც სიხარბე მას არ გაემტყუნება, მაგრამ ამ ხალხს, ნამდვილად აქვთ იმისი გარჩევა, რომ ეს წუთისოფელი მათ მუდამ ვერ დარჩებათ. სიყვარულის რა გითხრათ, უფლის შიშს განიცდიან, მაგრამ როგორ აამონ, ეს ნაღდად არ იციან. ზოგი ნაძარცვი ფულით, ტაძარსაც კი ააგებს, შემოქმედთან პირფერობს და შემოქმედს ქრთამს აძლევს. უყვარს სხვისი დამოძღვრა, ყველას ჭკუას არიგებს, მაგრამ იმას ვერ ხვდება ღმერთი ქრთამს, რომ არ იღებს. აქაურს ვერა თმობენ, სურთ დატკბნენ და ილხინონ, ისიც ძალიან უნდათ ხვთის სამოთხეც იხილონ, მაგრამ ორი ბატონის სამსახური ძნელია, როგორც უფალი ბრძანებს, ეს შეუძლებელია. თუ მართლაც, ჭეშმარიტად გსურთ უფლის გზით იაროთ, პირფერობას სჯობია სიკეთის ქმნა ისწავლოთ. თუმცა ჩვენი უფალი მიწიერი არ იყო, მიწიერი ხალხისთვის მან სიცოცხლე გაიღო. თქვენ კი როგორ გგონიათ სხვაზე მეტი რითა ხართ? ხომ არ დაგვიწყებიათ, მტვერი ხართ და თიხა ხართ. მაღლა ფრენას, გახსოვდეთ ხშირად მოსდევს დაცემა. ხალხის ძარცვას სჯობია, რომ ისწავლოთ გაცემა. და თქვენც ვინც შეიცანით, თქვენი თავი ამ ხალხში, ნუ გგონიათ, რომ თითი სულ გექნებათ ფაფაში, ნუ გგონიათ, ცხოვრება არის მხოლოდ გართობა, უკანონო სექსი და რესტორნებში დათრობა, კაზინოში გულავი, მოგება და წაგება, მერე მოსაჩვენებლად ლოცვა, სანთლის დანთება. უფრო მეტიც, უფლისთვის სამლოცველოს აგება. არც იფიქრო, რომ შესძლებთ უფლის თვალის ახვევას, მისი გულის მოგება, ამნაირად არ ხდება. ჯერ სჯობია უფლის გზა უკეთესად გაიგოთ, სამლოცველო პირველად, თქვენს გულებში აიგოთ სინანული ისწავლოთ, სხვისი დარდი გაიყოთ და ცხოვრება თავიდან სიყვარულით დაიწყოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი