ანეკდოტი


პირადად არ მსურს, რატომღაც  
მთი სახელის ხსენება,
თვითონაც  კარგად  მიხვდებით,  
ეს  ამბავი  ვის  ეხება.

ამბობენ, ერთხელ მიხომა 
ისურვა ცაში აფრენა,
იქ პარაშუტის გაშლა და  
ნარნარით დაბლა დაშვება,

რადგან სამშობლოს ველ-მინდვრებს  
სრულად ვერ ჭვრეტდა სახლიდან,
ძლიერ მოუნდა თავისი  
მხარე ეხილა მაღლიდან.

ეს დროც მოვიდა, აუხდა  
მას თავის გულის წადილი.
აფრინდა, ხელს გააყოლა,  
ჭაჭა და მცირე სადილი.

თავი რომ უფრო მხნედ ეგრძნო 
ორასი გრამიც გადაჰკრა,
შემდეგ პარაშუტს დასწვდა და  
თვითმფრინავიდან გადახტა.

უცებ ჰაერში განწირულ 
კაცის გინება გაისმა,      				
რადგან მცდელობამ ვერ გასჭრა,  
პარაშუტი არ გაიხსნა,

წვალობს,  ჯახირობს,  ჩალიჩობს,
გახსნას როგორმე იქნება,
მაგრამ რაც გინდა ის ქენი  
პარაშუტი არ იხსნება.

ეჰ რა მუხთალი ყოფილა  
ჩვენი ყოფა და ცხოვრება:
ამ ფიქრებშია დაამდროს
უცებ გაეხსნა გონება.
                                                                                                   
ამბობს ღმერთსა ვთოხვ,
ეგება ის იქნეს ჩემი დამხსნელი,
თორემ კაცისგან აქ ნაღდად,
არ დამადგება საშველი.

ლოცულობს: ღმერთო ერთხელაც  
მაჩვენე სახლის კარები,
გპირდები, ჩემს ქვრივ ცოლისდას
ახლოს არ გავეკარები.

აღარც ცოლს აღარ დავჩაგრავ,  
წინ არ გავიგდებ ვენახში,
შეშას დავჩეხავ, ვუშველი  
საქონლის მოვლა დევნაში.

ამ განცდებშია და უცებ  
ხელით რაღაცას შეეხო,
იგრძნო ვეება ზვინია  
და შიგ გულდაღმა ჩაემხო.

არც სჯერა რომ ცოცხალია  
და წევს დაზვინულ თივაში,
თვალებს იფშვნიტავს, არ იცის,
ცხადში არის თუ სიზმარში.

წამოხტა, თივის ზვინულებს  
ეძგერა, როგორც  სულელი,
გარეთ  გამოძვრა  და  
როცა, იგრძნო  ნიავის  სურნელი,

მიხვდა ცოცხალი ყოფილა,  
თან ფრჩხილიც არა სტკენია,
აწი როგორც ჩანს, საშიში
ნამდვილად არაფერია.

ჯერ პარაშუტი მოიხსნა,   
ზურგიდან დედის გინებით,
დაჯდა მინდორში ამაყად,  
გამარჯვებულის იერით.

ზის და ველ-მინდვრებს გასცქერის,                                     
ნიავი ნაზად კრთებოდა,
და გაახსენდა უეცრად  
რასაც ღმერთს ევედრებოდა.

ჩაიქირქილა თავისთვის,  
სთქვა, ვერაფერი გავიგე,
ასე შტერული აზრები  
მე გულში როგორ გავივლე?
              
                 .  .  .
    
თუმც ყველას გვახსოვს  
ეს ძველი ანეკდოტური ამბავი,
მაგრამ მე მსურ რომ თქვენ გითხრათ,  
აქ სხვა რამ არის მთავარი.

დღეს ბევრი პოლიტიკოსიც,  
სწორედ ამგვარად იქცევა,
როდესაც ხალხის ხმები სურს,  
კეთილ ფერიად იქცევა.

უეცრად მხრებზე მოისხამს, 
მართალი კაცის მანტიას,
ისე საუბრობს თითქოს მას
საწყალი ხალხის დარდი აქვს,

მასის გულში დგას, სიტყვებით
ვინ იცის რას არ  ჰპირდება,
საჩუქრებსაც კი ურიგებს,  
პირდაპირ გაგიკვირდება.

როგოც  კი ნანატრს მიიღებს  
და მყარად ფეხზე დადგება,
ხალხს თავის კუთვნილს  
წაართმევს და იქით მიედავება.

ეს ყველაფერი ნამდვილად  
ლოგიკას ემორჩილება,
აბა სად თქმულა ბოროტის  
უეცრად გაკეთილება?

სწორედ ამიტომ არ მსურდა,  
მათი სახელის ხსენება,
ალბათ თქვენც კარგად მიმიხვდით,  
ეს ამბავი ვის ეხება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი