ადამის ნეკნი


I

შექმნა უფალმა მტვრისგან ადამი,
დედამიწაზე პირმშო პირველი,
ედემის ბაღში დასვა და მისცა
წყალში თევზნი და ცაში მფრინველნი.

ხოლო მიწაზე, ბაღი სამოთხე, 
ულამაზესი ედემის ბაღი 
და მშვენიერი ცხოველთ ჯიშები,
საამური და საოცრად ლაღი.

მშვენიერ ბაღის ნახვამ ადამის 
გულში საამო გრძნობა მოჰფინა.
უთხრა უფალმა: შენთვის შევქმენი,
ეს იყოს შენი მუდმივი ბინა.

ბაღი ჰყვაოდა ათას ფერებად,
სხვას რას ინატრებს ადამიანი,
ლურჯ მდინარის პირს მწიფდა ხეხილი,
მსხმოიარე და ბარაქიანი.

მშვენიერებას ენა ვერ აღწერს,
ყველგან უფალის ხელი ერია,
მწვანე ტყის პირას ლამაზ ბაღებში
ცხოველთ და ფრინველთ გუნდი ერია.
და კვლავ თქვა ღმერთმა, აჰა იხარე
ეს ყველაფერი უკვე შენია.

                      II

თუმც ყველაფერი საუკეთესო
ჰყვაოდა თურმე ედემის ბაღში,
ადამი მაინც დაღონდა მალე,
როგორც ობოლი დიდ მდიდრულ სახლში.

და სთქვა უფალმა: მართალი არის,
არ ვარგა კაცის მარტო ცხოვრება.
ძილს მოვგვრი ადამს, რომ შეუსრულო,
მას სანუკვარი დიდი ოცნება.
                                                                                                     22

მოჰგვარა ძილი და სულიწმინდის
სასწაულებრი მოჰბერა ქარი.
გაუხსნა გვერდი და მის ნეკნისგან
შეუქმნა ნაზი, ლამაზი ქალი.


გამოეღვიძა ადამს უეცრად 
და როცა ფართოდ გააღო თვალი,
სიხარულისგან წამოიყვირა,
ეს არის ჩემი ხორცი და ძვალი.

                     III

თუმცა უფალმა ამ ქვეყანაზე
შექმნა მრავალი მშვენიერება,
ქალის მშვენებას დედამიწაზე,
მშვენიერება ვერ შეედრება.

ქალია ჩვენი ცხოვრების აზრი
ჩვენი იმედი და სიხარული,
ქალის გარეშე რა იქნებოდა 
ან სათნოება, ან სიყვარული?

ქალის გარეშე რა იქნებოდა 
ამ ქვეყანაზე ბედნიერება,
ქალმა დაჩრდილა ქვეყნად ყოველი
სილამაზე და მშვენიერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი