როდესაც დეზერტირების ბაზარი დაანგრიეს ..


როდესაც დეზერტირების ბაზარი დაანგრიეს და იქედან ხალხი 
ცემა-ტყეპით გამორეკეს, შევესწარი ასეთ საუბარს: ერთი გულმოკლული მამაკაცი, ცრემლ მორეული უყვებოდა თავის ნაცნობს, რომ ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და სახლში მცირეწლოვანი ბავშვები მხოლოდ მის ხელს შეჰყურებდნენ. მაგრამ ყველაზე მეტად მას ის აწუხებდა, რომ ბანკიდან პროცენტიანი სესხი ჰქონდა გამოტანილი. ის შიშობდა, თუ გადახდას ვერ შეძლებდა იმ ორ ოთახიან ბინასაც გაუყიდდა ბანკი, რომელიც მის ერთადერთ ქონებას წარმოადგენდა. სწორედ მისმა მწუხარე მდგომარეობამ დამაწერინა, ეს ლექსი.

გასაკვირველი ამაში სულ არაფერი არ არის,
არსებობისთვის თუ იბრძვის, ღარიბი, მიუსაფარი.
ხშირად ამბობენ თითქოს რომ ჯანმრეთელობაა მთავარი,
ფეხი კი ისე გაწვადე როგორც გაგწვდება საბანი.

ვისაც ეს გამოგიცდიათ, ვიცი თქვენ დამეთანხმებით,
როცა მშიერი პატარა გიმზერს ცრემლიან თვალებით,
ამას სჯობია კისერზე ვეებალოდი დაგკიდონ,
წაგიყვანონ და ყველაზე, მღვრიე მორევში ჩაგძირონ.

ძნელია, როცა ოჯახში ბრუნდები მშიერ-მწყურვალი,
ზურგზე ვალები გკიდია, ვით ძველი ტყავის კურტანი.
წინბავშვი შეგეგებება, მშიერი, კისერ წაწვდილი,
ბევრს კი არაფერს არა გთხოვს, ითხოვს აჭამო სადილი.

მითხარით, როგორა უხსნით, თქვენ ამბავშვს მაშინ სიმართლეს?
ბაზარი რომ დაანგრიეს და კიდეც გაგასილაქეს,
როგორ აუხსნით პატარას, რომცხოვრებიდან გაგრიცხეს,
ჩამოგწერეს და უბრალოდ, ჩარეცხილებში ჩაგრიცხეს.

თქვენი არ ვიცი, პირადად მე ნაღდად ასე მგონია,
ამდაგვარ საქართველოში არდაბადება სჯობია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი