სიყვარულია სულგრძელი


სიყვარულია სულგრძელი,
მასააქვს ვარდის სურნელი.
სადაც ის არის იქ მუდამ
სიხარული აქვთ ულევი.

სიყვარულს მუდამ თან ახლავს:
ძმობა, ერთურთის მინდობა,
სითბო, სიმშვიდე, სიკეთე,
თავმდაბლობა და მშვიდობა.

მაგრამ იქ სადაც უეცრად,  
მტრობა და შური გაჩნდება,
იშლება წლობით ნაგები,
მწვანე ბალახიც არ რჩება.

დაანგრევს, გაანადგურებს  
წინ რა სიკეთეც დახვდება,
გააცამტვერებს ყველაფერს,
ქვეყანა გაპარტახდება.

მტრობა და შური სენია,
სიცოცხლის გამწამებელი.
ადამიანი ამ სენის  
ვირუსის მატარებელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი