ჩემთვის.


ქალის ცხოვრებაში, ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა ცარიელდება....არასრულფასოვნების განცდა აქვს....რატომ ემართება ეს? რატომ დგება ცდუნების წინაშე? ყურადღება აკლდება მეუღლის? ოჯახური რუტინა ბეზრდება? დაიღალა? ამართლებს კი ეს ყველაფერი იმას ,რომ მას შეუძლია კეიდევ შეიყვაროს? მას აქვს უფლება ჰყავდეს ქმარი და ფიქრობდეს სხვა მამაკაცზე? უიმედოდ, უპასუხოდ კლავდეს მისი სურვილი...
ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს შეხვდეს მას....წარმოიდგენს ქალი ყველა იმ ვარიანტს რაც კი შეიძლება შეხვედრის წამს მოხდეს...გრძნობს ვნებას,მიზიდულობას...გრძნობს გულის ცემას რომელიც ამოვადნაზე აქვს...ფიქრობს რომ შეუძლია ერთხელ მაინც მისცეს თავს უფლება ...იგრძნოს ის რაც წლებია არ უგრძვნია...
წვიმს...აი ნანატრი შეხვედრაც...არეული უცნობი ემოციები...კოცნა,ჩახუტება...მაგრამ...ქალი ვერ შეძლებს...ღალატს ვერშეძლებს...ეს კი მისი საოცნებო მამაკაცისათვის დიდი შეურაცხყოფა იქნება...დიდი იმედგაცრუება...კაცის ფიქრობს რომ ქალს არ მოეწონდა და ესაა უარის მიზეზი...კაცი რომელიც ცნობილი ადამიანია, რომელიც ყველა ქალის ოცნებაა...რომელმაც უბრალო მოსაწყენ ქალს დრო დაუთმო ნახა და....არაფერი...როგორ უნდა დააჯეროს ქალმა სიყვარულში? წავიდა...წაიღო ყველა ოცნება...ქალი კი დარჩა სულგამოცლილი, როგორ ვერ გამოიყენა შანსი...როგორ დაკარგა...მისმა გამოჩენამ სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა...წასვლამ კი სულ გამოფიტა,ღიმილი დაივიწყა,თავსაც აღარ იწესრიგებდა...კაცი რომელიც გააღმერთა დაკარგა...ღამის მოსვლა ახარებდა,რადგან შეეძლო ჩუმად ეტირა...ბრაზობდა და საკუტარი თავი ეზიზღებოდა. კაცი? კაცი მშვიდად ცხოვრობდა...არც კი უცდია მოსმენა...ქალი კი სთხოვდა ...უნდოდა ეთქვა ,,მიყვარხარ“...მაინც წავიდა...ქალისთვის კი მისი ნათქვამი სიტყვა ,,დაიტანჯები“ უფრო ცხადი ხდებოდა....                       (გუ-ლა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი