სპირალი
მე ისევ ვებრძვი ფიქრებს წარსულში, აწმყოში უკვე ყველამ დამღალა, იფეთქებს ჩემში შოთას ამბოხი, ამბოხით სადაც წმინდა მაზოხი უკვდავებას უძღვნის სიძულვილს და დაივიწყებს სიკეთის ძალას, მე ჩემს ნაშიერს ვწირავ სიყვარულს და ხელს მოვაწერ გეორგის ტრაქტატს, ამის შემდეგ კი როგორც ერეკლე მიენდო თავის უმანკო იმედს მივენდობი მეც უწინდელ ვნებებს და დავიტოვებ ჩემთვის იმ განცდას, რომ ამ გაცვეთილ ფიქრებს გავფანტავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი