ბავშვობის სიყვარული


მაშინ როცა 
სიყვარული მახსენდება
გამიქროლებს სიბრალულის ეფემერა
მაშინ როცა ვივსებოდი
უსაფუძვლო სიხარულით
მე ვისწავლე სიყვარული
მაგრამ უკვე გვიან იყო,
ღმერთო ჩემო, აღარ მახსოვს
ვინ ვიყავი იმ დროს
შეიძლება რომ  პატარა ბავშვი
ჩემზე უფრო დიდი იყოს?
დღეს კი ის ბავშვი მინდა ვიყო
ჩემს სიზმრებში თავის თავს რომ გიყოფს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი