ბნელი ტივტივი
ოთახში ფანჯრიდან შემოსული სიცივე აღწევს, თუმცა არ მყინავს. ქარის წუილის ხმა ისმის, თუმცა ჩემამდე ვერ აღწევს. ალბათ ვერც ვერასდროს მოაღწევდა, კარი რომ არ გამეღო. ვზივარ საწოლზე, ვუყურებ კარებს და ვფიქრობ - ნუთუ ის მართლა დაკეტილია? დედა ყოველთვის მეუბნებოდა: მარტო არასდროს იქნები, თუ შენი თავი თან გყავსო. ხოდა მეც დავიჩემე მარტოობა. თუმცა არასდროს ვყოფილვარ იმდენად მარტო, რამდენადაც ამასწინათ - გამოქვაბულის სიღრმეში რომ ჩავედი, სადაც წყლის წვეთის ხმა გაისმოდა. ვიყურები - კედლები ცარიელია. სრულ სიბნელეში მივაბიჯებ. ფეხი მისველდება, მაგრამ არაუშავს, მთავარი შეგრძნებაა. შორს ვიყურები - არაფერი ჩანს სიბნელის გარდა. მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, დაინახავთ დაგუბებულ წყალს. ახლოს მივდივარ და ვიხედები - კამკამაა, ვერაფერს იტყვი. დუმფარა ტივტივებს. უცნაურია - აქ ხომ არაფერი უნდა იზრდებოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი