სივრცე
ფანჯრის რაფაზე ყვავილია. ფიფქები ათოვს. ოთახს ყვითელი საახალწლო განათება ათბობს. ვუყურებ კედელს და ვხედავ პეპლებს. ერთ დროს მათ მნიშვნელობა ჰქონდათ, ახლა უბრალოდ ქაღალდის ფურცლებია. ოთახში ვანილის სურნელი ტრიალებს და მახსენდება კარადა, სადაც ექვსი წლის ვიმალებოდი. ახლა ეს ოთახიც ის კარადაა - ადგილი, სადაც ასე ძლიერ მეშინოდა. დღეს კი ჩემი სამყოფელია. შუქი ჩაქრა. უაზრო ხმაურია, გონებას მიფანტავს. მატარებლის ვაგონში მუსიკა ჩამესმის და ვხედავ ისე, როგორც არასდროს. სამყაროსა და ჩემ შორის სივრცე დაკარგულია - იქ, სადაც ყველა და ყველაფერი ერთი მთლიანობაა, სადაც უპირობო ნდობა, მიმღებლობა და სიმშვიდეა. ეს არის განცდა, რომლის ახსნაც სხვისთვის შეუძლებელია - ის, რაც არსებობაში იფლობა და მაფიქრებინებს, რომ მარტო ვარ, თუმცა არა მიტოვრული; მარტო, მაგრამ ამავდროულად სავსე. ამ წამს აღარ ჩანს გამოქვაბული, არც წარსული, არც მომავალი. ვარ მხოლოდ მე - ვაგონში მყოფი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი