04. ქვეაღმა
იმ დღეს ქვეაღმა ჩამოწვა - ასე ეძახიან ყაზბეგში ნისლს, რომელიც მთელ სოფლებს ფარავს და თავს ღრუბლებს ზევით გაგრძნობინებს. შორიდან Tim Buckley ”Song to the Siren” ისმის. ირგვლივ არავინ არის - არც შინ, არც გარეთ. მხოლოდ მე და ქვეაღმა. ამ გარდამავალ წამს ვგრძნობ, რომ გავიყინე - თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გაქრა და მე ვეღარასოდეს დავბრუნდები უკან. აქ და ახლა კი აუტანელი ხმაურია. ხმაური, რომელსაც დასასრული არ უჩანს. სულ პირველად ქვეაღმა ჩემმა ფიქრიამ დამანახა. მაშინ მზეც ანათებდა და პარადოქსული სილამაზე იყო. ვფიქრობდი - რა შეიძლება იყოს ამაზე საოცარი სანახაობა? სურვილი ნისლში გაცურვისა. დღეს კი ისე ჩამობნელებულა, რომ მასში შესვლისა და დაკარგვის შიში მიპყრობს. არადა, ისიც ისეთივე მომხიბვლელია, როგორც პირველი. აქ ხედვა დაბინდულია, სიცივეა, სრულ ნისლში ვარ გახვეული და ვერ ვხვდები, საით წავიდე... მაგრამ იქ, სადღაც, ფანჯარაში სანთელი ანათებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი