Playlist 01 - Björk & Thom Yorke - “I’ve Seen It All”


სიჩუმე ზოგჯერ ათასი ნაბიჯის ხმას ჰგავს. ხმას, რომელიც გაგიჟებს და წყვდიადში გითრევს. ის მთელ სხეულში მოძრაობს და საკუთარი თავის უსუსურობას გახსენებს. ყველაზე დიდი ხმაური, რაც კი ოდესმე მომისმენია, ერთდროულად ყველაზე შემაძრწუნებელიც და ყველაზე დამამშვიდებელიც.
როცა ყველა დასარტყამი ერთდროულად უკრავს შენს გონებაში, ხმამ არ იცის, როდის უნდა გაჩერდეს. ის მუდამ თან დაგყვება და მაშინ ჩნდება, როცა ყველაზე დაუცველი ხარ. შენც უშვებ მას გონებაში, აძლევ სადავეებს და ყველაფერი, დასაწყისიც და დასასრულიც,  თვალწინ ბინდივით იშლება.  ნერვული ძაფები წყვეტას იწყებს, ისევე როგორც თმა. სუნთქვა ხშირია და შეკრული, თითქოს ვიღაცამ შენი ჩამოხრჩობა გადაწყვიტა და თოკიც სწორედ შენივე ხელით გადააწოდე.
უცნაური რამაა სიჩუმე. ზოგჯერ ისე უყვარხარ, რომ ჩამოსახრჩობად გამზადებულს მოულოდნელად თავისუფლებისკენ გადაგისვრის და ჩაგჩურჩულებს:
შენი ადგილი იქ არაა. შენი ადგილი აქ არის, სადაც სიჩუმე ხმაური კი არა,
მშვიდი ცურვაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი