Playlist 01 - Muse - "Blackout"


ოთახში ბნელა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი თეთრ კედლებს ეცემა, სადაც შავსა და თეთრს შორის საზღვარი ნელ-ნელა ქრება.  მეზობლის ჩაქუჩის ხმა ისმის, ჩემი მხრიდან კი მუსიკა ერწყმის. 
გარეთ ცივა, თუმცა ფანჯრიდან შემოსული სიო არ მყინავს, პირიქით, სასიამოვნოც კია. სიცივე ყოველთვის მიყვარდა, ალბათ ბავშვობაში ამოვიჩემე და იმ დროში მაბრუნებს, როცა ცივ ოთახში, საბნის ქვეშ თბილად შეყუჟული ბებიაჩემის ზღაპრებს ვუსმენდი. 
მას შემდეგ გავიზარდე და მივხვდი, რომ დღემდე ხმაურის ფონზე ვიძინებ. ხმაურის, რომელშიც სიჩუმე ერთი დიდი პაუზაა და დასასრული არ უჩანს. მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ჩუმდება, ჩემი ხმა ღიღინს იწყებს, თითქოს სწორედ ეს არის შვება.
სიჩუმისგან გაქცეული ისევ სიჩუმეში ვპოულობ თავშესაფარს და ეს ციკლი განუწყვეტლივ გრძელდება. საინტერესო ისაა, სიჩუმის დარღვევა სადამდე მიგვიყვანს, რადგან ამასაც საკმარისი გამბედაობა სჭირდება. თუმცაღა იმას, რასაც გულიდან ამოიღებ ვერც ვერავინ გაიგებს და ალბათ არც ენდომებათ, რადგან ყოველთვის შენ იყავი ის, ვინც სხვის სიჩუმეს არღვევდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი