ბე


ფანჯრის რაფაზე ბავშვი ზის. ცაში იყურება და შორს ჩიტებს გასცქერის. გეგონება პირველად ხედავს. წინ იხრება და  ეზოში ამოსულ იასამანს წყვეტს.
მოულოდნელად  რაფიდან ხტება და ოთახში შერბის.
-	ბებიკო, ნახე, რა მოგიტანე.
- ეს რა ლამაზი იასამანი მოგიწყვეტია, ბე. მაგრამ, ხომ გახსოვს, რა გითხარი მაშინ...
- არ მოვწყვიტოთ ყვავილები, რომ გაიხარონ...  (მორცხვად ყნოსავს იასამანს)
- მართალია.
- მაგრამ, ბე, ახლა რა ვქნათ?
- ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ და ვაზაში ჩავდოთ.
წყალს ავსებს და ყვავილს ვაზაში დებს.
- ახლა სულ ჩემ წინ იქნება.
- კი, ბე... მაგრამ მთელი ეზო შენ წინ არაა?
ფანჯრიდან ვიხედები. აღარც ეზოა და აღარც იასამნები. შინ შემოსულს ქოთანში დარგული იასამნები მხვდება და ვფიქრობ: ნეტავ სად წავიდა ბე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი