ლაქა


თეთრ კედელზე წითელი ღვინის ლაქაა. არავინ იცის, სად და როდის დაიბადა აზრი, რომ ლაქა აუცილებლად უნდა მოშორდეს ზედაპირს. იქნებ სწორედ ეს ის ლაქაა, რომლისთვისაც ღირდა ცხოვრება. დახეულ შპალერზე ფუნჯს ვატარებ და ის ხდება ისეთი, როგორიც ყოველთვის უნდა ყოფილიყო. ღვინის ლაქაზეც ისახება ადამიანი. ფანჯარას ავხედე და დავნახე ლურჯი ცა, თეთრი ღრუბელი. ამოვისუნთქე და ვთქვი: დაე, იყოს ზღვა თავგადასავალი, თუმცა ის, რაც უთქმელია, ალბათ არც ითქმის. ის, რაზე წერაც გადავწყვიტე სულ თვალწინ დამხვდა და გავიფიქრე, ეს კავშირია, თუ პრიმიტივიზმი. ხატვის პროცესში ფიგურები გამოისახა, რომელი ვარ დავფიქრდი უცებ, გულის ხმამ კი შემომეშველა: შენ ხარ ის ჩიტი, რომელსაც ფანჯრიდან ხედავ, ცაში გაფრენილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი