დროებით
გაჩერებებს მივუყვები, მუსიკას ვუსმენ და ცაში ვიჭრები, მახსენდება ჩემი მეგობრის ნათქვამი: ყველაფერს აქვს დასასრული. არ მეგონა ასე მალე თუ დადგებოდა. იმ გზასაც აქვს ბოლო, რომლით მგზავრობაც ასე ძლიერ მიყვარდა ბავშვობაში. მაშინ ერთად მივუყვებოდით მთელი ოჯახი, ღიღინ-ღიღინით. ახლა კი მარტო ვზივარ ყურსასმენებით. გულის ხმა მესმის: დროა აქაც დასვა წერტილი. დაე, ბოლო სიტყვა ითქვას, რადგან წასვლას სიმძმილთან ერთად შვება მოაქვს. ასე გრძელდება დაუსრულებელი ჯაჭვი. ბოლო დროს ძილი გამიტყდა, დღეები ისე სწრაფად გადის სულ გუშინდელი მგონია. მაგრამ, ამასაც არაუშავს. ბოლო გაჩერებაზე ჩამოვდივარ, ნელა მივუყვები გზას და ვუყურებ გაზაფხულზე აყვავებულ ხეებს, რომლებიც ადრე სიცოცხლით მავსებდნენ. აქ მივხვდი, გემშვიდობებით, თუმცა დროებით. 29.04.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი