ცარიელი ფურცელი
ზოგჯერ ცარიელი ფურცელი ვარ, რომელზეც ისეთი რაღაცები იწერება, რისი ამოშლაც შეუძლებელია - იმ დღიურისგან განსხვავებით, ბავშვობაში რომ ვწერდი. თავში იმდენი ფიქრი მიტრიალებს, ერთმანეთის შეჯახების შედეგად აფეთქებებს რომ ქმნიან. დღეს აფეთქება გარდაუვალია. ამბობენ, უნდა გაუშვაო, მაგრამ თუ გაშვება შეუძლებელი გეჩვენება, მაშინ როგორ უშვებ? ნუთუ ერთ დღეს იღვიძებ და უბრალოდ შვებას გრძნობ? აქ ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. აკვირდები, დისტანცირდები და თითქოს უკეთ ხარ, მაგრამ იმას რა ვუყოთ, როცა საკუთარ თავს შორდები და შვებას სხვებში ეძებ - უბრაზდები, გწყინს, აღფრთოვანდები? ბოლოს კი, როცა ქუჩის ბოლოს სკამზე ჩამოჯდები, დაინახავ - ყველაფერი საკუთარი თავისკენ მიგიმართავს. ყველაზე რთული, ალბათ, გაშვებაა, თუნდაც საკუთარი თავის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი